eng

news

ENERGO-PRO ჯგუფმა 300 000 000 ევროს ღირებულების ობლიგაციების გამოშვება წარმატებით დაასრულა

11 აგვისტო, 2023

სს ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის დედა კომპანიამ, ENERGO-PRO a.s-მა, უკვე მეოთხედ წარმატებით გამოუშვა 300 მილიონი ევროს არასუბორდინირებული და არაუზრუნველყოფილი ობლიგაციები. ეს ემისია პირველად არის გარანტირებული წამყვანი ამერიკული ფინანსური ინსტიტუტის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC)–ის მიერ. ასევე ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც DFC-ს გარანტირებული აქვს მსგავსი ტრანზაქცია ევროპაში. ობლიგაციების ვადა 12 წელია და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2035 წლის 27 ივლისს. ობლიგაციის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგენს 4.3 %-ს.

ობლიგაციის მოსალოდნელი რეიტინგია Aa1/სტაბილური Moody’s-სგან. Goldman Sachs Bank Europe SE მოქმედებდა, როგორც გარიგების ერთპიროვნული საერთაშორისო კოორდინატორი და ერთპიროვნული რეგისტრატორი.

DFC არის აშშ მთავრობის განვითარების საფინანსო ორგანიზაცია, მისი ვალდებულებები მხარდაჭერილია ამერიკის მთავრობის სრული ნდობით და საიმედობიით. აღნიშნული გარანტია მიღებულია როგორც DFC-ის საქმიანობის ნაწილი, მხარდაჭერა გაუწიოს ენერგეტიკის და ენერგეტიკასთან დაკავშირებულ ინვესტიციებს ევროპის  და აზიის ქვეყნებში, ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების და დივერსიფიკაციის აქტის-ის შესაბამისად.

ENERGO-PRO ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, პეტრ მილევმა, აღნიშნულ გარიგებაზე განაცხადა: „ეს არის მართლაც პრინციპულად მნიშვნელოვანი და გარდამტეხი გარიგება ENERGO-PRO-სთვის, რისი საშუალებითაც ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა ცვალებადი საერთაშორისო კაპიტალური ბაზრის პირობებში მივაღწიოთ გრძლევადიან დაფინანსებას უაღრესად მიმზიდველი ფასით. ჩვენთვის დიდი პატივია გვქონდეს ნდობა ისეთი აღიარებული პარტნიორისგან როგორიცაა DFC, მოუთმენლად ველით მათთან მუშაობას ჩვენს აქტივებისა და ჩვენი ბიზნესის გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტების გასაუმჯობესებლად.

ENERGO-PRO ჯგუფმა დაასრულა გრძელვადიანი დაფინანსების ხელსაყრელ პირობებში მოზიდვა. კლასიკურ ობლიგაციებთან შედარებით, რომლებითაც აქამდე ფინანსდებოდა ჯგუფი, გარანტიამ ჯგუფს მისცა საშუალება მოეზიდა სახსრები ძალიან მიმზიდველ ფასად, უფრო ხანგრძლივი ვადით და ეს ყველაფერი საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე მუდმივი არასტაბილურობის დროს“ - განაცხადა ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ, მიხეილ ბოცვაძემ.

„ჯგუფი განაგრძობს წარმატებულ განვითარებას სხვადასხვა ქვეყნაში, ხდება ახალი ბაზრების, შესაძლებლობების გაანალიზება და ჯგუფის გეოგრაფიის გაფართოვება.

მიუხედავად ბევრი პრობლემისა და სამწუხარო დაბრკოლებებისა, ვამაყობთ, რომ კვლავ ვინარჩუნებთ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის პოზიციას საქართველოშიც. დარწმუნებული ვარ რომ გავუმკლავდებით, ყველა იმ გამოწვევას რომლებიც, ენერგო-პრო ჯორჯიას მენეჯმენტის დიდი მონდომების მიუხედავად, კვლავ არსებობს. საბოლოო მიზნებად კი კვლავ რჩება ერთის მხრივ  მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ამისთვის საჭირო შესაბამისი პირობების მიღწევა, ხოლო მეორეს მხრივ,  თბო და ჰიდროსადგურების შეუფერხებელი, უდანაკარგო ოპერირება“-  განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.