eng

news

ელექტროენერგია შეზღუდვით დასავლეთ საქართველოს აბონენტების 8% -ს მიეწოდება

25 თებ, 2025

,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ გურიაში და აჭარაში, დამატებითი ტექნიკური ბრიგადების მობილიზება თითქმის მთელი საქართველოდან, ამინდის გაუარესებიდან მოკლე დროში მოახერხა.

ელექტრიკოსები ამ დრომდე აღნიშნულ ადგილებზე იმყოფებიან. თუმცა, დიდთოვლობის გამო გზებზე ტექნიკის გადაადგილება გართულებულია. შედეგად, დაზიანების ადგილებამდე მისვლა ჭირს. ელექტრიკოსებს უწევთ ფეხით მიუახლოვდნენ დაზიანებულ ენერგოინფრაქსტუქტურას და აწარმოონ აღდგენითი სამუშაოები, ზოგ შემთხვევაში კი ფეხით გადაადგილებაც გართულებულია.

ამ დროისთვის, ელექტროენერგია შეზღუდვით დასავლეთ საქართველოს აბონენტების დაახლოებით 8 % -ს მიეწოდება.  განსაკუთრებით რთული მდგომარეონაა გურიაში, სადაც აქ არსებული აბონენტების დაახლოებით 28 % -ს (16 000 აბონენტს) მიეწოდება ელექტროენერგია შეზღუდვით.

ამ დროისთვის სტიქია უტევს ასევე იმერეთს, განსაკუთრებით ვანის მონუციპალიტეტს. ,,ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური აქაც განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას.