eng

news

ბათუმის ცენტრალური ქუჩების ენერგომომარაგება გაუმჯობესდება

16 თებ, 2018
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს საკურორტო ზონებში ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას. კომპანია, ბათუმში მაღალი ძაბვის ახალი გამანაწილებელი მოწყობილობას ამონტაჟებს, რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ბათუმის ცენტრალური ქუჩების ენერგომომარაგება. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აღნიშნული სამუშაოებისთვის 250 000 ევროს ინვესტიციას განახორციელებს.

მაღალი ძაბვის გამანაწილლებელი მოწყობილობის მეშვეობით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 10 000-მდე აბონენტი ბათუმის ცენტრალურ უბნებში უფრო სტაბილურ ელექტროენერგიას მიიღებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ავარიული გამორთვების ალბათობას და გაზრდის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს.

ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.