eng

news

საქართველოს ყველა საჯარო თუ კერძო სკოლას, ენერგეტიკის დარგში არსებული უსაფრთხოების ნორმების შესახებ მომზადებულ საინფორმაციო პლაკატებს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ გადასცემს

04 მაისი, 2023

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებმა თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს,  ენერგეტიკის შესახებ გაკვეთილი ჩაუტარეს და ენერგეტიკის დარგის სპეციფიკა გააცნეს. კომპანიის სპეციალიტები  მოსწავლეებს ელექტროენერგეტიკის, უსაფრთხოების აუცილებელი ზომების და კომპანიის საქმიანების შესახებ ესაუბრნენ, უპასუხეს მათ შეკითხვებს და ამ სფეროში პროფესიული საქმიანობის პერსპექტივების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

,,ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, განსაკუთრებით საინეტერესო იყო ენერგეტიკის დარგში არსებული უსაფრთხოების ნორმების გაცნობა. განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ ეს ყველაფერი წარმოდგენილი იყო მოზარდებისთვის გასაგებ ენაზე და მათთვის მისაღები ვიზუალით“ - განაცხადა 31-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა თეა ბზიშვილმა. მისი თქმით, რამდენიმე მოსწავლე უკვე დაინტერესდა კიდეც ამ დარგით და არ არის გამორიცხული, მომავალში ამ სფეროს დაუკავშირონ პროფესია.

ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის პროექტს სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ რამდენიმე წელია ახორციელებს. ამ ხნის განმავლობაში შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 150-ზე მეტ სკოლაში გაიმართა. სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეებს საშუალება აქვთ კომპანიის საკუთრებაში არსებულ ობიექტებსაც ეწვიონ და ადგილზე გაეცნონ ელექტროენერგიის წარმოების პროცესს.

სკოლას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო მასალებიც გადაეცა. არასრულწლოვანებს შორის ცნობიერების ასამაღლებლად, მსგავსი პლაკატები საქართველოს ყველა საჯარო თუ კერძო სკოლაში გაიკვრება.