გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მეორე ეტაპი მოიცავს მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას, სისტემის ოპერატორის მიერ ტექნიკური პროექტის შეთანხმებას და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ „ქსელის წესების“ 121-ე-136-ე მუხლებში მითითებული მოთხოვნების, 138-ე-145-ე მუხლებით განსაზღვრული ოპერატიული შეტყობინებისა და 150-ე-165-ე მუხლებით განსაზღვრული შესაბამისობის ტესტირების წარმატებით დასრულებას.
მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელზე მიერთების II ეტაპი იწყება ზემოაღნიშნული წესების 696 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიერთების ხელშეკრულების მხარეთა მიერ ხელმოწერისა და მიერთების მეორე ეტაპის საფასური სრულად გადახადი შემდგომ.
მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისთვის განსაზღვრულია მიერთების წერტილის (ქსელის მზადყოფნის) საფასური, რომელიც დგინდება მისაერთებელი სიმძლავრის მიხედვით და გაანგარიშდება შემდეგნაირად:
სადაც, - ელექტროსადგურის მიერთების წერტილის (ქსელის მზადყოფნის) საფასური;
- ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე;
- ელექტროსადგურის 1 მვტ მისაერთებელი სიმძლავრის საფასური:
მაგალითად:
მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, მიერთების მეორე ეტაპის საფასური სრულად გადაიხადოს ამ წესების 696 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიერთების ხელშეკრულების მხარეთა მიერ ხელმოწერის შემდგომ 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში, რომელიც იანგარიშება შემდეგი წესით:
ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მეორე ეტაპის საფასური, სისტემის ოპერატორის ქვესადგურში უჯრედის მოწყობის შემთხვევაში:
ძაბვის საფეხური კვ |
მიერთების უზრუნველყოფის მეორე ეტაპის პერიოდი - ვადა |
მიერთების მეორე ეტაპის საფასური, ლარი (დღგ-ისჩათვლით) |
10 კვ დახურულ გამანაწილებელზე მიერთებისას |
მიერთების ხელშეკრულების მოქმედების ვადისგანმავლობაში |
60 000 |
35 ღია გამანაწილებელზე მიერთებისას |
218 000 |
|
35 დახურულ გამანაწილებელზე მიერთებისას |
300 000 |
|
110 ღია გამანაწილებელზე მიერთებისას |
560 000 |
მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მეორე ეტაპის განმავლობაში, სისტემის ოპერატორის მიერ გაცემული ტექნიკური პირობისა და მიერთების ხელშეკრულების შესაბამისად მოამზადოს ტექნიკური პროექტი და წარუდგინოს იგი როგორც სისტემის ოპერატორს, ისე გადამცემი სისტემის ოპერატორს შესათანხმებლად.
მიერთების მსურველი (განმცხადებელი) მას შემდეგ, რაც შეასრულებს მიერთების ტექნიკური პირობითა და შეთანხმებული ტექნიკური პროექტით განსაზღვრულ სამუშაოებს, ვალდებულია დაუდასტუროს შესაბამის სისტემის ოპერატორს „ქსელის წესების“ 121-ე-136-ე მუხლებში მითითებული მოთხოვნების შესრულება, 138-ე-145-ე მუხლებით განსაზღვრული ოპერატიული შეტყობინებისა და 150-ე-165-ე მუხლებით განსაზღვრული შესაბამისობის ტესტირების პროცედურები.
განმცხადებელი, მას შემდეგ, რაც დაასრულებს მე-2 ეტაპით განსაზღვრულ მოქმედებებს, წერილობით მიმართავს სისტემის ოპერატორს და აცნობებს გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მზადყოფნის შესახებ, რომელსაც უნდა ერთოდეს:
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, მიერთების მსურველის მიერთების მზადყოფნის შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შეამოწმებს შესაბამისი მიერთების მსურველის ელექტრომოწყობილობა-დანადგარებს მოქმედ წესებსა, მიერთების ტექნიკურ პირობასა და შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობას (შემდგომში – შესაბამისობის შემოწმება) და გასცემს შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტს (ქსელში ჩართვის ტექნიკურ დოკუმენტს). რის შემდეგ ჩართავს მიერთების მსურველის ელექტრომოწყობილობა-დანადგარებს ქსელში, რითაც სრულდება გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პროცედურა.
არსებულ გამანაწილებელ ქსელთან ახალი მიერთებისას ყველა მისაერთებელი ელექტრომოწყობილობა-დანადგარი უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესების, „ქსელის წესებისა“ და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტებისა და ნორმების მოთხოვნებს.
დანართი: