სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტირებული პროგრამის შესყიდვაზე
შემოსული განაცხადები უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
1. ტრენინგცენტრის/ტრენერის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია/ მონაცემები შესაბამის თემაზე ტრენინგის ჩატარების შესახებ (CV,სერტიფიკატები და ა.შ.)
2. ტრენინგის პროგრამის/პროგრამების დეტალური აღწერა;
3. მომსახურების ფასები
კონკურსის პირობები:
• გამარჯვებული იურიდიული პირის გამოვლენა მოხდება კონკურსის საფუძველზე, რომელიც ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:
1) ტენდერის განაცხადების განხილვა;
2) მე-2 ეტაპზე გადასული მონაწილეები ჩაატარებენ სადემონსტრაციო პრეზენტაციას;
3) ხელშეკრულების გაფორმება.
• მონაწილეების რაოდენობა: 10
• ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის უსაფრთოხოებაში აკრედიტირებულ პროგრამების მქონე ორგანიზაციებს.
ფასთა გამოკითხვის განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 13 აპრილი;
დამატებით საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვმართოთ:
ს.ს. "ენერგო–პრო ჯორჯია ჰოლდინგი", საქართველო
სათაო ოფისი, ზურაბ ანჯაფარიძის N 19
ტელ.: (+99577) 35 40 20
ელ.ფოსტა: Tender@energo-pro.ge