სატრენინგო მომსახურების შესყიდვა
Published: 01.02.2019 Deadline: 14.02.2019
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო.
ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.
კომპანიის დისტრიბუციის არეალი მოიცავს დედაქალაქის გარდა საქართველოს მთლიან ტერიტორიას. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს მილიონზე მეტ აბონენტს, კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 6000-მდე თანამშრომელს შეადგენს. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას სატრენინგო მომსახურების შესყიდვაზე.
გასაწევი მომსახურების ვადა: 01/03/2019 - 01/06/2019
შემოსული სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
1. ტრენინგცენტრის/ტრენერის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია/ მონაცემები შესაბამის თემაზე ტრენინგის ჩატარების შესახებ (CV, სერტიფიკატები და ა.შ.)
2. ტრენინგის პროგრამის/პროგრამების დეტალური აღწერა;
3. ტრენინგის განხორციელების დეტალები: ა) სასწავლო პროგრამების მასალები (ელექტრონული/ნაბეჭდი) ბ) სერტიფიცირება;
4. მომსახურების ფასები.
ტენდერის პირობები:
• სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 14 თებერვალი გამარჯვებული იურიდიული/ფიზიკური პირის გამოვლენა მოხდება კონკურსის საფუძველზე, რომელიც ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:
1) ტენდერის განაცხადების განხილვა
2) მე-2 ეტაპზე გადასული მონაწილეები ჩაატარებენ სადემონსტრაციო 1 საათიან ტრენინგს
3) ხელშეკრულების გაფორმება.
ტრენინგების თემატიკები მონაწილეების რაოდენობა საათების საშუალო რაოდენობა (ჯგუფისთვის)
პროექტების მართვა 20 - 30 14 სთ
Leadership / Efficient management 50 - 70 14 სთ
ფასთა გამოკითხვის შინაარსის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვმართოთ:
ს.ს. "ენერგო–პრო ჯორჯია", საქართველო
სათაო ოფისი, ზურაბ ანჯაფარიძის N 19
ტელ.: (+99577) 35 40 20
ელ.ფოსტა: Tender@energo-pro.ge