სატრენინგო მომსახურების შესყიდვა
Published: 03.06.2021 Deadline: 10.06.2021
ენერგო-პრო ჯგუფი (შემავალი კომპანიები: სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“, შპს „ჯიფაუერი“) აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მიხედვით, საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიების ჯგუფია. ჯგუფი ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების არეალის მასშტაბით. ენერგო-პრო ჯგუფი ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო და მცირე ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.
საქართველოში ჯგუფის დისტრიბუციის არეალი მოიცავს საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქის გარეუბნებს. ენერგო-პრო ჯგუფი საქართველოში ემსახურება 1 200 000-ზე მეტ აბონენტს. სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დასაქმებულია 6000-ზე მეტი თანამშრომელი.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას სატრენინგო მომსახურების შესყიდვაზე.
გასაწევი მომსახურების ვადა: 01/07/2021 - 01/08/2021
შემოსული ფასთა გამოკითხვის წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
1. ტრენინგცენტრის/ტრენერის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია/ მონაცემები შესაბამის თემაზე ტრენინგის ჩატარების შესახებ (CV, სერტიფიკატები და ა.შ.)
2. ტრენინგის პროგრამის/პროგრამების დეტალური აღწერა;
3. ტრენინგის განხორციელების დეტალები: ა) სასწავლო პროგრამების მასალები (ელექტრონული/ნაბეჭდი) ბ) სერტიფიცირება;
4. მომსახურების ფასები.
ფასთა გამოკითხვის პირობები:
• განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 10 ივნისი გამარჯვებული იურიდიული/ფიზიკური პირის გამოვლენა მოხდება კონკურსის საფუძველზე, რომელიც ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:
1) ტენდერის განაცხადების განხილვა;
2) მე-2 ეტაპზე გადასული მონაწილეების გასაუბრება;
3) ხელშეკრულების გაფორმება.
ტრენინგის თემატიკა მონაწილეების რაოდენობა ჯგუფების რაოდენობა Online ტრენინგისთვის ჯგუფების რაოდენობა Offline ტრენინგისთვის ჯგუფების ჯამური რაოდენობა საათების საშუალო რაოდენობა (ჯგუფისთვის)
ეფექტური მომსახურება/მომსახურების სტანდარტები 150 2 8 11
14 სთ
4) ჩასატარებელი ტრენინგების ლოკაციები: თელავი, თბილისი, ხაშური, ქუთაისი, ბათუმი.
5) ჯგუფების რაოდენობა ქალაქების მიხედვით:
თელავი თბილისი ხაშური ქუთაისი ბათუმი
1 2 2 2 2
ტენდერის შინაარსის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვმართოთ:
ს.ს. "ენერგო–პრო ჯორჯია", საქართველო
სათაო ოფისი, ზურაბ ანჯაფარიძის N 19
ტელ.: (+99577) 35 40 20
ელ.ფოსტა: Tender@energo-pro.ge